3.5K
„დღეს საკმაოდ მყარად გამოვიყურებოდით. მატჩის საწყის ეტაპზე თამაში თანაბარი იყო – „ტულუზა“ ორგანიზებული და მტკიცე დაცვის მქონე გუნდია. მოედნის საფარის ხარისხი იდეალური არ ყოფილა, რაც ორივე გუნდის თამაშზე აისახა.
მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილო არ ვარ, ყოველთვის ველოდები მეტს ჩემი გუნდისგან. „ტულუზას“ წინააღმდეგ საგოლე მომენტების შექმნა მარტივი არ არის, თუმცა დღეს რამდენიმე შანსი გვქონდა, რადგან კარგად გამოვიყენეთ სივრცეები მათ დაცვის ხაზს მიღმა,“ – განაცხადა ენრიკემ.