“ამის შემდეგ მესიზე წარმოდგენა მთლიანად შემეცვალა, ამხელა ფეხბურთელი რომ ამას გააკეთებს…” – რას ამბობს კვარაცხელია მესის შესახებ

by admin
1.2K views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზში, 2023 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების დროს ლიონელ მესისთან შეხვედრის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს მომენტი სრულიად შეცვალა მისი წარმოდგენა არგენტინელ ფეხბურთელზე.

„მესისთან შეხვედრა იყო რაღაც განსაკუთრებული – შესაძლოა, ასეთი შემთხვევა აღარ განმეორდეს. ოქროს ბურთის ცერემონიალზე მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. გვითხრეს, რომ სარეკლამო პაუზისას ადგილიდან არ უნდა დავძრულიყავით. მოულოდნელად მესი ადგა, ჩემკენ გამოემართა და ხელი გამომიწოდა. იმ წამს დავიბენი, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ხელი ჩამოვართვით და ის თავის ადგილს დაუბრუნდა. ეს იყო განსაკუთრებული ჟესტი – როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელი თვითონ დგება და ხელის ჩამოსართმევად მოდის, ეს ბევრს ნიშნავს. ასეთი პატივისცემის გამოვლენა ძალიან ვაფასებ,“ – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში „არ გაჩერდე, უგულშემატკივრე საქართველო“.

Related Articles