რას ამბობს ანზორ კავაზაშვილი კვარაცხელიას შესახებ ?-მიხარია რომ რუსი ფეხბურთელები ისეთ დიდებულ კლუბებში თამაშობენ როგორიც პსჟ-ა, კვარაცხელიაც რუსი ფეხბურთელია რადგან…

by admin
232 views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

ანზორ კავაზაშვილის სკანდალური განცხადება – ხვიჩა კვარაცხელიას რუს ფეხბურთელად მოიხსენიებს

საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა, რუსულ მედიასთან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელია რუს ფეხბურთელად მოიხსენია, რაც ქართულ საფეხბურთო სივრცეში უკვე დიდ გამოხმაურებას იწვევს.

ძალიან მიხარია, რომ ჩვენი, რუსი ფეხბურთელები ისეთ დიდებულ კლუბში თამაშობენ, როგორიც პსჟ-ა. ხვიჩა კვარაცხელიაც ხომ რუსი ფეხბურთელია, იმიტომ, რომ ფეხბურთის თამაში სწორედ რუსეთში ისწავლა, – განაცხადა კავაზაშვილმა.

მისივე თქმით, მას სიამოვნებს, რომ მატვეი საფონოვი და ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთ უდიდეს კლუბში თამაშობენ, და სურს, რომ ორივემ კარიერის ახალ საფეხურზე აიყვანოს საკუთარი ოსტატობა.

ძალიან გამიხარდება, თუ საფონოვი და კვარაცხელია ისეთ დონეზე აიყვანენ საკუთარ ოსტატობას, რომ მათზე სულ სიხარულით და აღტაცებით ილაპარაკონ. ყოველთვის მახარებს, როცა ისინი სასტარტოში არიან და კარგად თამაშობენ, – დასძინა კავაზაშვილმა.

თქვენი რეკლამის ადგილი

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის ნაკრებთან და საერთოდ, რუსულ ფეხბურთთან დაკავშირება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი, თუმცა თავად ფეხბურთელს ამ თემაზე არასდროს გაუკეთებია მსგავსი განცხადებები.

რას ფიქრობთ კავაზაშვილის ამ სიტყვებზე? იყო ეს გაუგებრობა, პროვოკაცია თუ უბრალოდ მცდარი ინტერპრეტაცია?

Related Articles