„კვარას ყურება ერთი დიდი სიამოვნებაა“ – ლივერპულის მწვრთნელმა ქართველი შეაქო

by admin
178 views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

პსჟ-ს და ლივერპულის დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელ მწვრთნელ არნე სლოტს ჟურნალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხა.

„კვარაცხელია ლივერპულში? – ინგლისში რომ იკითხოთ, ყველა ფეხბურთელი ყველა გუნდს უნდა. ისე კი, კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია.
სპალეტის დროს, ნაპოლიში მისი თამაშის ყურება ერთი დიდი სიამოვნება იყო. ის ბრწყინვალე მოთამაშეა და პსჟ-ს მისნაირი კარგი ფეხბურთელები კიდევ ჰყავს”, – განაცხადა სლოტმა.
შეგახსენებთ, პსჟ და ლივერპული ერთმანეთს ხვალ, 00:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში დაუპირისპირდებიან.

Related Articles