4.3K
ლივერპულთან მარცხის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკეს ჰკითხეს, თუ როგორ შეძლო ხვიჩა კვარაცხელიამ ისეთი როლის ადაპტირება, რომელიც მას ახალ სათამაშო პოზიციაზე მოითხოვს.
პასუხად ლუის ენრიკემ აღნიშნა:
„ჩემთან სამუშაო სისტემაში ადაპტირება საკმაოდ მარტივია. თუმცა, პსჟ-ში თამაშისთვის ნამდვილად უნდა იყო მაღალი დონის ფეხბურთელი. მე არ მინდა კონკრეტული მოთამაშეების შესახებ ვლაპარაკობდე, მაგრამ მინდა დავამატო, რომ ეს გამოცდილება ჩვენი გუნდის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. არ ვიცი, შეძლებთ თუ არა მომდევნო ეტაპზე გასვლას, მაგრამ ბოლომდე ვეცდებით“, – განაცხადა მან.