492
როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პორტუგალიის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის.
აღსანიშნავია, რომ ამ თამაშის წინ ვებგვერდმა Opta-მ საინტერესო სტატისტიკა შემოგვთავაზა.
მისი ვარაუდით, იმის შანსი, რომ ჩვენმა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავოს, 1.15%-ია.
რაც შეეხება მესამე და მეოთხე ადგილებს, აღნიშნული პოზიციები 24,82%-თა და 74.03%-ით ფასდება.
შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.