იტალიური გამოცემა Sport Mediaset-ი იტყობინება, რომ „ნაპოლი“ და ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმდნენ.
წყაროს თანახმად, მხარეებმა შეთანხმებას გასულ კვირაში მიაღწიეს, რომლის მიხედვით კვარა კონტრაქტს ორი წლით, 2029 წლამდე გაახანგრძლივებს და სეზონში 6 მილიონ ევროს მიიღებს. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ კონტრაქტში იქნება გამოსასყიდი ფასი, 80 მილიონი ევროს ოდენობით, რაზეც მხარეები შეჯერდნენ.
Mediaset-ი იტყობინება, რომ გამოსასყიდ ფასად „ნაპოლი“ 100 მილიონს ითხოვდა, კვარას გარემოცვა – 60 მილიონს და საბოლოოდ, 80 მილიონზე შეთანხმდნენ.
თუმცა, მეორე მხრივ, ეს რამდენად ზუსტი და სანდო ინფორმაციაა, ძნელი სათქმელია, რადგან იტალიური მედია ბოლო თვეებში წერდა, სხვადასხვა წყარო, რომ კვარას გარემოცვის მოთხოვნა იყო 80 მილიონი ევრო გამოსასყიდ ფასად, რაზეც „ნაპოლი“ უარს ამბობდა…
ფაქტია, უახლოეს მომავალში ყველაფერი უნდა გაირკვეს. უკვე ძალიან დიდი ხანია, კვარაცხელიას კონტრაქტის საგა დაუსრულებლად გრძელდება.