„ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ბიჭის დემონიზებას ვახდენთ, მაგრამ ეს ობიექტური ქცევა არ არის. ხვიჩა კლუბის ყველაზე დაუფასებელი მოთამაშეა. კლუბმა ისეთ მოთამაშეებს გადაუხადა მეტი, რომლებსაც გუნდში დიდი როლი არ ჰქონიათ. 1.3 მილიონი კი კვარას, რომელზე მეტს გოლინიც კი გამოიმუშავებდა. ნაპოლის კვარაცხელიას მიმართ პატივისცემა არ გამოუხატავს.
ხვიჩას ისე ექცეოდნენ როგორც მონას. მის წინააღმდეგ ისეთი კამპანია აგორდა, თითქოს მოღალატე იყოს, მაგრამ მისი წასვლა თავიდან ბოლომდე ნაპოლის შეცდომაა. კლუბს მასთან კონტრაქტი პირველი სეზონის დასრულებისთანავე უნდა გაეხანგრძლივებინა“.
ეგრეა ნამდვილად:როდესაც ტოპ დონის მოთამაშე ხარ და შესაბამის შედეგსაც უდებ კლუბს, შემდეგ შესაბამისი დაფასებაც უნდა იყოს.
არავინ თქვას, რომ ასე არ არის. როდესაც ლეაუს, ვინისიუსს და სხვებს ასახელებენ და შენც ამ სიაში ხარ, თან წინა რიგებში, ამ დროს კი დიეგო დემეს შენზე მეტს უხდის შენი კლუბი არ ვიცი როგორ არ უნდა იმოქმედოს ამან ფსიქოლოგიურად სპორტსმენზე?
თავმოყვარეობის ამბავია. იმიჯის ამბავია. ამიერიდან პსჟ-ში ელიტარული მოთამაშე გახდება კვარა, ყველაფრით