22
ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.
„როდესაც შენი ძმა ჩემპიონია, ოქტაგონზე გასვლისას ორმაგი პასუხისმგებლობა გეკისრება. ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიოსთვის რაღაცის ჩვენება, ან დამტკიცება მსურდა, უბრალოდ მაქვს ამბიციები, მაგრამ სხვა რამისთვის ვჩხუბობ – ჩემი ოჯახისთვის, საკუთარი თავისთვის და ჩემი პრინციპებისთვის“, – განაცხადა ალექსანდრემ ბრძოლის შემდეგ.
ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო.